„შენაგროვები“ გუბისწყალიდან

ორშაბათისა და სამშაბათის სამუშაო ფოტოანგარიში. ორი დღე ჩვენი თანამშრომლები მდინარე გუბისწყალის ხიდთან მოხალისეების მიერ დადგმული ძაღლების ბუდრუგანების ბინადრებს ტრადიციულ „შენაგროვებს“ ურიგებდნენ. ეს ადგილი, რომელიც გზატკეცილის შუაში, დასახლებებისგან მოშორებით მდებარეობს,, თითქმის ყოველდღე ივსება ახალი გამოყრილი ძაღლებით.

ჩვენ ყოველთვიურად ვარიგებთ დაახლოებით ერთ ტონა საკვებს.



ჩვენს თავშესაფარში 100-ზე მეტი ძაღლია გუბისწყალიდან: ბებრები, ძაღლები ჭრილობებითა და მოტეხილობებით, მეძუძური დედები პატარა ლეკვებით და უდედო ახალშობილი ლეკვებიც კი. სამწუხაროდ, ყველა ძაღლის აყვანა შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთ ახლად გაგდებულ ძაღლს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება და არ არის შეგუებული ქუჩაში ცხოვრებას.

მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარში უკვე არცერთი თავისუფალი კუთხე არ არის, ამჯერადაც ვერ მოვახერხეთ ხელცარიელი დაბრუნება. დღევანდელი შენაძენი არის სამი დედალი ლეკვი და ახალგაზრდა ნაგაზი მოტეხილი თათით.