ძაღლები გასეირნებაზე

უშუალოდ ჩვენი თავშესაფრის ტერიტორიაზე ამჟამად 400-ზე მეტი ძაღლი ცხოვრობს.

თითქმის ყველა მათგანი ზრდასრული ან მოზარდია, რომლებსაც სჭირდებათ სირბილი, ტანის კარგ ფორმაში შენარჩუნება და გარემომცველი სამყაროს შესწავლა. ამისთვის ღია ცის ქვეშ ვოლიერების და ჩვეული მეზობლების სივრცე საკმარისი არ არის; ამიტომ ყოველდღიურად ჩვენს მოხალისეებს ალენას, ვიქტორს, იგორს და თავშესაფრის მუდმივ თანამშრომლებს ძაღლები სასეირნოდ გაჰყავთ ახლომახლო მიდამოებში, ამავდროულად აკვირდებიან მათ ჯანმრთელობას, კუჭის მოქმედებას და აქტივობას. გვიხდება ზოგიერთი ძაღლის მიჩვევა საყელურთან და თასმებთან, ზოგიერთის – უცხო ადამიანებთან და ახლოს მყოფ ძაღლებთან. დღეში საშუალოდ ვახერხებთ ოც სრულფასოვან ხანგრძლივ გასეირნებას; გარდა ამისა, ჩვენ ვუშვებთ ძაღლებს ჯგუფურად ან ყველა ვოლიერიდან, რათა ირბინონ და ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან სასეირნო მოედანზე, რომელიც მოწყობილია ფერდობზე.

აქ არის ჩვენი თავშესაფრის რამდენიმე ბინადარი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მოიარეს მიდამო და განსაკუთრებით კარგად გამოვიდნენ ფოტოებში.