ძაღლების კუნძული „არიდარდო“

18 ივნისს ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი ყოფილი უსახლკარო ცხოველების სახლის Dogs
Ambulance Ar Idardo-ს ოფიციალური არსებობის ხუთი წლისთავი.

იქ, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მაყვლის ეკლებით დაფარული ორი ჰექტარი
მიტოვებული მიწა იყო, ახლა ცხოვრობს ხუთასი ძაღლი და ოცდაათი კატა; და ფუსფუსი,
ყეფა და ყოველდღიური საქმეები არ წყდება თითქმის მთელი დღე-ღამე. ძალიან
გვინდოდა გაგვეზიარებინა ამ „ძაღლების ქალაქის“ მასშტაბები, მისი ატმოსფერო,
ნაკვეთის ზომა და ყოველდღიურად შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები.

ამ ყველაფრის გადმოცემა შეძლო ანდრეი ლუკიანოვმა ფილმში „ძაღლების კუნძული „არ
იდარდო“
.

რამდენიმე თვე ანდრეი მოდიოდა თავშესაფარში, აკვირდებოდა ჩვენს ცხოვრებას,
ჩვეულებრივ სამუშაო დღეებს და ყოველდღიურ საზრუნავს. ფილმი გამოვიდა
ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. ჩვენს შესახებ, ძაღლების შესახებ, ცხოვრების შესახებ.

მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება; ვინც ოდესმე დაგვეხმარა; ვისაც დახმარება სურს!