ხედი ზემოდან

ვჩქარობთ გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი! ჩვენი თავშესაფარი გამოჩნდა Google-ს განახლებულ სატელიტურ რუკებზე!

ყველაფერი, რაც თქვენთან ერთად ავაშენეთ ორწელიწადნახევარში – ახლა შეგიძლიათ საკუთარი თვალით იხილოთ და სიამაყით შეადაროთ იმას, რითიც ვიწყებდით.



სურათებზე კარგად ჩანს თავშესაფრის მთელი ინფრასტრუქტურა: ჩვენი ცნობილი ხიდი (1); ვოლიერების კომპლექსი „K“ და ვოლიერი „ხუთიათასიანი“ (2); ძაღლების გასასეირნებელი ადგილი (3); პროხორის ვოლიერი, ბომბორას ვოლიერი და დარაჯის სახლი (4); „დიდი ვოლიერი“ და საწყობი (5); ვოლიერების კომპლექსი „Д“ (6); ახლახან დასრულებული „თბილი ვოლიერი“ (7); კიბეები მთიდან, „ვოლიერი კიბესთან“ და ორი ღია ვოლიერი ფერდობზე (8); „საკატე“ (9); სახლი, კარანტინი და ვოლიერების კომპლექსი სახლის გარშემო (10).

თავშესაფარს ზემოდან ნახავთ აქ.

წელს,18 ივნისს, სრულდება ორგანიზაცია Dogs Ambulance-ს ოფიციალური არსებობის ხუთი წელი. ჩვენ შთაგონებული ვართ ჩვენი საერთო წინსვლით და მიღწეული მასშტაბებით, რაც ახლა Google-ს რუკებზეც კი ჩანს.

მადლობა ყველას. ვინც გვეხმარება!