

ჩვენ შესახებ
მიუსაფარი ძაღლებისთვის სასწრაფო დახმარების კლუბი Ar Idardo – პროექტი, რომელიც მოიცავს უპატრონო ცხოველების თავშესაფარს და ოპერატიულ დახმარებას მიუსაფარი ძაღლებისა და კატებისთვის საქართველოს მასშტაბით
ქუჩიდან ცხოველის აყვანა, მკურნალობა, სტერილიზაცია, რჩენა და მოვლა, ჩვენს თავშესაფარში გადაყვანა; შესაძლებლობისამებრ ვპოულობთ ცხოველისთვის ახალ პატრონს; საჭიროების შებთხვევაში ვახორციელებთ ქცევების კორექციას, რათა გავზარდოთ მათი აყვანის შანსი. ასევე ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომლებიც უვლიან უპატრონო ძაღლებს, კურნავენ და კვებავენ მათ.
პროექტის ისტორია
ჩვენი პროექტის პირველი დონორები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ. Dogs Ambulance-ის დამფუძნებლებს აქვთ ტურისტული სააგენტო, რომელიც 2014 წლიდან აწყობს მოგზაურობებს საქართველოში. ბევრი სტუმარი ჩვენი მეგობარი გახდა. მოგზაურობისას საკუთარი თვალით ხედავდნენ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებულ კატასტროფულ ვითარებას.
თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ პქროექტი იმუშავებს პროგრამით “დაჭერა-სტერილიზაცია-გაშვება”, მაგრამ ძალიან მალე მივხვდით, რომ ამის რეალიზაცია ძალიან რთულია. ძაღლი, რომელიც ორი-სამი კვირის მანძილზე ცხოვრობს ადამიანებთან ერთად (მკურნალობის,ვაქცინაციის და სტერილიზაციის პერიოდში) ეჩვევა მათ და ძალიან ცოდოა მისი ქუჩაში გაშვება. ასევე არის ბევრი ძაღლი-ინვალიდი, რომელთა გაშვებაზე საუბარიც ზედმეტია.
ამიტომ თავშესაფრის შექმნის საკითხი დადგა.
რა მოხდა ამის შემდეგ
2018 ზაფხულში საკუთარი სახსრებითა და შემოწირულობის დახმარებით შევიძინეთ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ზემო წყლულეთში, ყველანაირი ცივილიზაციისგან მოშორებული, ნაკვეთზე იდგა დაუსრულებელი სახლი.
ამჟამად სახლი გარემონტებულია, აღჭურვილია წყალმომარაგებით, კანალიზაციით და ელექტროენერგიით. ნაკვეთი მრავალ ვოლიერად დაყოფილია, აშენებულია ძაღლის ჯიხურები, მოწყობილია სივრცე კატებისთვის. სახლის პირველ სართულზეა ზამთრის ოთახები ცხოველებისთვის, კარანტინი და მოხალისეებისთვის განკუთვნილი ოთახები.

როდესაც ჩვენს თავშესაფარში უკვე 130-ზე მეტი ძაღლი და 20-ზე მეტი კატა იყო, მივხვდით, რომ 600 კვადრატული მეტრი ფართობი ამდენი ცხოველისთვის ძალიან მცირეა, ამიტომ წამოიჭრა თავშესაფრის გასაფართოებლად დიდი მიწის ნაკვეთის ყიდვის საკითხი.
რატომ თავიდანვე არ ვიყიდეთ დიდი ნაკვეთი. პირველ რიგში არ გვქონდა ფინანსური შესაძლებლობა. მეორეც, ჩვენ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ცხოველების რაოდენობა ასე გაიზრდებოდა. ახლა ძალიან ხშირად ძაღლის ან კატის ჩვენთან შეკედლების თხოვნით მოგვმართავენ, ხანდახან კი კატების ან ლეკვების მთლიან ოჯახზეა საუბარი.
ახალი თავშესაფარი
2020 წლის აგვისტოში საერთო ძალისხმევით ჩვენ შევიძინეთ 2 ჰა მიწის ნაკვეთი მარტვილის მუნიციპალიტეტში.
ყველაფერი დაიწყო მაყვლისა და ჩაის გაუვალ ბუჩქნარში გზის გაყვანით, წითელ თიხნარ ციცაბო ფერდობებზე ძაღლებისთვის ვოლიერების დადგმით და სამშენებლო მასალებისთვის, ხელსაწყოებისთვის და მარტვილის კოკისპირულ წვიმებში მომუშავე თანამშრომლებისთვის დროებითი დახურული შენობების მშენებლობით.
ნაკვეთში ცხოვრებაზე მაშინ ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. საჭირო იყო თავშესაფრის უზრუნველყოფა წყალმომარაგებით, კანალიზაციით, ელექტროენერგიით და პირველადი ინფრასტრუქტურით.

ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ეს შევძელით! 2021 წლის ზაფხულის ბოლოს ჩვენი ძაღლების ბოლო პარტია სახლიდან გადავიდა ზემო წყლულეთში ახალი თავშესაფრის ტერიტორიაზე.
ამჟამად თავშესაფრის ტერიტორიაზე დაყენებულია ვოლიერების რამდენიმე კომპლექსი (ეს არის 50-ზე მეტი ოთახი, თითოეულში დგას გადახურული ჯიხურები ძაღლების რაოდენობის მიხედვით, მათ შორის რამდენიმე შემოღობილი ადგილი სხვადასხვა ასაკის ლეკვებისთვის). სახლის გარშემო ტერიტორიის ზედა იარუსი დაყოფილია ვოლიერების რთული ქსელით. იქვე აშენდა დათბუნებული კარანტინი იზოლირებული ბლოკებით ახალმოსული, ავადმყოფი ძაღლებისთვის და ლეკვებისთვის. თავშესაფრის ტერიტორიაზე შექმნილია მუდმივი საცხოვრებელი პირობები, მოწყობილია სამუშაო ოთახი დარაჯისთვის.

ერთხელ დაწყებული მშენებლობა განუწყვეტლად მიმდინარეობს, ამავე დროს განუწყვეტლად მატულობს თავშესაფრის ტერიტორიაზე მცხოვრები ძაღლების რაოდენობა.
ამჟამად ჩვენ ისევ იძულებული ვართ შევაჩეროთ ახალი ცხოველების მიღება ადგილისა და რესურსების კატასტროფული უკმარისობის გამო.
ჩვენი ბევრი ძაღლი ახლა ამთავრებს მკურნალობას თბილისში და მალე მათაც თავშესაფრის ტერიტორიაზე განთავსება დასჭირდება.
ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ვოლიერების დამატებითი კომპლექსის მშენებლობა, ასე რომ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, სანამ ყველა ჩვენს ცხოველს ახალ გარემოში ცხოვრების საუკეთესო პირობები ექნება.
გარდა ამისა, თავშესაფრის ტერიტორიაზე სამომავლოდ ვგეგმავთ ვეტერინარულ კაბინეტს, აგრეთვე საცხოვრებელს მუდმივი თანამშრომლებისთვის და მოხალისეებისთვის.
მადლობა ყველას, ვინც გვენდობა და გვეხმარება.
ვიდეო ჩვენი პროექტის შესახებ
“ბერეზინას ძაღლები”.ნაწილი 2
,,400 ძაღლი და ერთი ღორი, კატების გარეშე”
ელენე პიგრებიჟსკაიას ფილმი
საქართველოს ყოფილი უსახლკარო ძაღლები
ფილმის ავტორი: სემ სვაროვსკი
სახლი ლენა ბერეზინას ძაღლებისთვის
ფილმის ავტორი Sami Motion Pictures
მაგარი ქალები: ბერეზინას ძაღლები
“ქალი რუსეთიდან და ასი ძაღლი საქართველოდან”
ფილმის ავტორი: ელენა პოგრებიჟსკაია
ჩვენი მუდმივი თანამშრომლები
რა ტიპის დახმარებას ვღებულობთ
პროექტი არსებობს მხოლოდ ნებაყოფლობითი შემოწირულობების ხარჯზე.
ძირითადი ხარჯებია ვეტერინარების მომსახურება, საკვები, ცხოველების წამლები, „დაყოვნებები“ თბილისში (სადაც კატები და ძაღლები ოპერაციების შემდეგ ჯანმრთელდებიან და ცხოვრობენ მკურნალობის დროს) სამუშაო ავტომანქანის მოვლა, თავშესაფრის სამშენებლო მასალები, თანამშრომლების და მუშების ხელფასები.
შემოწირულობის გარდა ვღებულობთ მოხალისეთა დახმარებას.
თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიყვანოთ ჩვენი ერთერთი ცხოველი. ნახეთ, ვინ ცხოვრობს ჩვენს თავშესაფარში და ახალ ოჯახს ელოდება.













