ზაფხულის კურსდამთავრებულები

ბევრი ჩვენი ძაღლისთვის აგვისტო იღბლიანი გახდა, რადგან მათ პატრონი და მუდმივი სახლი იპოვეს.  ქვინის ჩათვლით, რომელიც სესტორეცკში გაემგზავრა, ზაფხულის განმავლოვლობაში 5 ძაღლი აიყვანეს!

რეინ

მყივანი რეინის ისტორია სიქარაშვილების ოჯახის მძაფრსიუჟეტიან რომანს ჰგავს.

უამრავ და-ძმასთან ერთად რეინი  2020 წლის 6 სექტემბერს ვიპოვეთ. მაშინ ჩვენი თავშესაფარი ზემო-წყლულეთში უკვე გადატენილი იყო. რა თქმა უნდა თერთმეტი ლეკვი ვერ გავაჩუქეთ, ამიტომ უბრალოდ კიდევ უფრო შევვიწროვდით.

რეინ ალრესიან და მორცხვ ძაღლად იზრდებოდა. მისი თეთრი ‘ხელთათმანები’  დოგ ამბულანსის გამომწერ შორის ცნობილი გახდა. ერთხელაც რეინს ყურადღება ელენა კოლცოვამ მიაქცია. ზაფხულის დასაწყისში, კოვიდ-19ის ეპიდემიის დროს, როდესაც მცირედ იყო ავიარეისები, საზღვრები კი გადაკეტილი იყო, ჩვენ მოვაწყეთ გრანდიოზული მოგზაურობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და დაგვეხმარა ძალიან ბევრმა ხალხმა.

რეინ, რომელიც ზემო-წყლულეთს არასდოს გამცდარა, თვითმფრინავით გაფრინდა თბილისიდან მარია თიშუკთან ერთად, 2 დღე გაატარა მოსკოვში ეკატერინა კორნელთან, შემდეგ კი უკვე – 19 ივნისს – მოხვდა კიროვში, ახალ პატრონ ლენასთან.

ყველა ცხოველი  თავისებურად იტანს გზას. მიუხედავად იმისა რომ გაჩერების ყველა ადგილას ძაღლს ყურადღებიანად და ალერსიანად ექცეოდნენ, მორცხვმა რეინიმ მაინც განიცადა ძლიერი სტრესი, გამოწვეული ხანგრძლივი გზითა და გარემოების ცვლით. პირველი დღეები ძაღლი არ გამოდიოდა კარადიდან, რომელიც თავშესაფრად აირჩია. ადაპტაციის პროცესი გარკვეულ  დროს მოითხოვს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა.. როდესაც ლენა და რეინი სასეირნოდ გადიოდნენ, სადარბაზოსთან პეტარდა აფეთქდა; ძაღლი შიშისგან ლეშს ძლიერად მოქაჩა და გაიქცა. ლენა ცდილობდა დაეწია ძაღლს მაგრამ ამაოდ. დაიწყო ძებნის გრძელი დღეები – განცხადებები, მოხალისეები, კომუნიცირება მუნიციპალურ სამსახურებთან, რომლებიც ძაღლების გვამებს აგროვებენ. მხოლოდ ორი თვის შემდეგ ლენას დაურეკა მოხალისე იულიამ კიროვიდან და გვითხრა რომ ღამით ერთ-ერთ ბენზოგასამართ სადგურზე მსგავსი შეფერილობის სილუეტი შეამჩნია. ამ დროისთვის ლენამ აიყვანა სასაცილო ძაღლი ჯენნი, ასე რომ მათ ერთად ყოველ ღამეს დაიწყეს იმ სადგურთან სიარული. ერთხელაც იქ მათთან გამოვიდა ცოცხალი და უვნებელი რეინი. რეინიმ უკვე რაღაცნაირად ლეშიც მოიძრო, ის სიამოვნებით ეთამაშებოდა ჯენის, ჭამდა საკვებს, მერე იწყინებდა, როცა ყველა მიდიოდა, მაგრამ ხელით შეხების უფლებას ლენას არ აძლევდა. 

პარასკევს, 10 სექტემბერს, როგორც იქნა, ეს ამბავი ბედნიერად დასრულდა – რეინის დაჭერა შევძელით! ლენა ძაღლისგან წინააღმდეგობის გაწევას ელოდებოდა, თუმცა სახლში უბედური გაქცეული ძაღლი პატრონს ჩაეხუტა და საწოლზე წამოწვა. ასე რომ აღარავითარი “დახუჭობანა” კარადებში.

ვუკა

ლეგენდარული ვუკა, რომელზე სიმღერაც კი არს დაწერილი, ჩვენ თავშესაფარში 2021 წლის 27 მაისიდან ცხოვრობს. პირველივე დღიდან, როდესაც ტკიპიანი ციცქნა ვუკა დიდი-ჭყონის გზაზე ვიპოვეთ, ის საქმიანი ხასიათით და დამოუკიდებლობით გამოირჩეოდა. იმ დღიდან პატარა ვუკას ცხოვრებაში დიდი თავგადასავალი დაიწყო. დასვენების დღეს ჩვენს თანამშრომლებთან ერთად ვუკამ მარტვილის კანიონები მოინახულა! სამუშაო დროს კი ვუკა სხვებთან ერთად მიდიოდა და შრომობდა თავშესაფრის ტერიტორიაზე, სადაც წესრიგს იცავდა. ერთ დროს მეტსახელიც მოვუფიქრეთ – კოლმეურნობის დირექტორი. ეს სახელი ნათლად ილუსტრირებს მის ყოჩაღ ხასიათს. ზუსტად ეს თვისება შეამჩნიეს ჩვენმა მეზობლებმა სოფელ პატარა ოჭედან. მათ ვუკას აყვანა ისურვეს. 17 აგვისტოს ვუკა ახალ სახლში გადავიდა. სახლის ეზოდან ყოველდღე ხმამაღლა ესალმება ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც ფეხით ან მანქანით მიდიან სამსახურში.

რედაქტირებულია 09/15/2021

15 სექტემბერს, ერთი თვის შემდეგ, ვუკა დაბრუნდა ჩვენს თავშესაფარში. როგორც ამბობენ, ამ ორკილოიანმა ძაღლმა თავხედურად დაგლიჯა რვა სახლის ქათამი.

ათოსი

სანდრა და მისი ვაჟები, ცნობილები, როგორც “სამი მუშკეტერი”, ჩვენთან მაისის შუა რიცხვებში მოხვდნენ. ამ დროს ჩვენ გავდიოდით თავშესაფრის მშენებლობის დიდ ეტაპს, ამიტომ ათოსი ძმებთან ერთად პირველივე დღიდან თანამშრომლებს სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდა. ზუსტად მასე იგი შეამჩნია ჩვენმა მშენებლმა როსტომმა. 21 აგვისტოს ათოს სანდრაშვილი ახალ საცხოვრებელ ადგილას გადავიდა, კერძოდ სოფელ პატარა ოჭეში.

დინა

2021 წლის 28 მაისს ჩვენმა თანამშრომელმა იპოვა დინა მარტვილის ცენტრში. წინა დღეს ვუკა გახდა ჩვენი დიდი ოჯახის წევრი. ვუკასთან ერთად დინა ყოველდღე დადიოდა სამსახურში, ვაქცინაციის დღეებში ერთმანეთს ართობდნენ გზაში. პირველივე დღეებიდან დინა გამოირჩეოდა აქტივობით, კეთილგანწყობით და უშიშრობით.

27 აგვისტოს, სულ სამი თვის შემდეგ, მარია კულანდამ წაიყვანა ვუკა მოსკოვში, სადაც გადასცა იგი ახალ მეპატრონეს – ტატიანა ორლოვოის. ტატიანას უკვე ჰყავს მოზრდილი ძაღლი ჩიკიტა, რომელმაც მშვენივრად მიიღო ოჯახის ახალი წევრი.