27 სექტემბერს სპეციალურად “ახალი გაზეთისთვის” ლორა ბელოივანმა (მხატვარი, მწერალი, ზღვის ძუძუმწოვართა რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი) დაწერა სახალისო და იუმორით სავსე სტატია, რომელშიც ასახულია ჩვენი პროექტის მწვავე რეალიზმი. ფოტოებს ამ სტატიასთვის იღებდა მარინა დოქტოროვა, რომელმაც გაატარა ორი კვირა ჩვენს თანამშრომლებთან ერთად, ყოველდღე დადიოდა თავშესაფრის ტერიტორიაზე ცხოველების მოსანახულებლად, გზისპირას გაძვალტყავებულ ძაღლებს პოულობდა, ვეტკლინიკებში დაჰყავდა ცხოველები, სიტყვით მთლიანად ჩაეფლო ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
შეგიძლიათ გაეცნოთ პირველწყაროს “ახალი გაზეთის” ვებგვერდზე, თუმცა ჩვენც ვაქვეყნებთ მას აქ.

ჩემი მეგობარი ბერეზინა
ბერეზინა იზიდავს ძაღლებს ისე, ვით გერასიმე იორდანელი ლომს

კლიმატის ცვლილების გამო ძაღლებს მეორედ ეწყებათ ბეწვის ცვენა. ანა მივიდა ვოლიერში ყველაზე თმიანების დასავარცხნად.
თუ ბერეზინა შუა მინდორში ან მთის წვერზე გაჩერდება, 15 წუთში მის გვერდით ძაღლი გაჩნდება – ერთი მაინც, თუმცა სავარაუდოდ ხუთი ან შვიდი იქნება. ამ მოვლენას სასწაულის მექანიზმი აქვს: მისი ახსნა ასევე ადვილია, როგორც ვთქვათ ლაზარეს აღდგინება, ან მაგალითად ლომის გერასიმესთან მოსვლა. უბრალოდ ლაზარე მოკვდა, და იესომ მერე გააცოცხლა იგი. უბრალოდ ლომს თათი სტკიოდა, გერასიმემ კი ეკალი ამოუღო. რა თქმა უნდა შეიძლებოდა არ ამოეღო. სხვა შიშისგან გაიქცეოდა, მაგრამ ეს რთული საწყისი დონეა. და ამ უბრალო დონეზე – სულელურია ღვთის ქმნილებას გარბოდე, როდესაც ღმერთს ეძებ. მითუმეტეს, თუ აღარ ეძებ. ამ დონეზე ყველაფერი მარტივია: თუ შეგიძლია დახმარება – დაეხმარე.
შენ კი გეუბნებიან: “ყარს”. ან: “ყველას მაინც ვერ გადაარჩენ, უყურე რამდენია”.
და შენ მათ პასუხობ: “ყველას – ვერა, ვიღაცას – კი”.

დასტინ და გრად კლინიკაში ქუთაისში.
პრაგმატული თვალსაზრისით ეს საქმიანობა საკმაოდ უგუნურია, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენ სამყაროს ყოფა უადვილდება თუ ჰყავს ვინმე, ვინც უგუნურ გმირობებს ჩადის. შემდეგ კი იქნებ რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. მერე, ახლა არა. თუმცა, სანამ ვიღაც ირაციონალურად ეხმარება მათ, ვისაც არ აქვს სახელი და გვარი, სამყარო ცალ ფეხზე მაინც იდგება. და მგონი, მისთვის სულ ერთია, მის იღლიას ჩაეჭიდები, ხელს ან წელს.
ეს ამბავი ადრიან შემოდგომას მოხდა. ჩვენ საკმაოდ დიდი კომპანიით, მე და ბერეზინას ჩათვლით, რაჭიდან თბილისში ვბრუნდებოდით. რადგანაც ჩვენი გუნდი დიდი იყო, ორი ავტობუსით ვმგზავრობდით. ჩვენ გავნაწილდით: ერთ ავტობუსში ბერეზინას “ტბილიკლუბის” ტურისტები ისხდნენ, მეორეში კი მათი ჩემოდნები, ხუთი ადამიანი (მე და ბერეზინას ჩათვლით) და რაჭაში ნაპოვნი ლეიშმანიოზით დაავადებული, ბოლომდე გაძვალტყავებული, მაგრამ მაინც მხიარული რიჯბეკი. რიჯბეკი ჩემოდნების უკან გადამზიდში ჩუმად იჯდა და მხოლოდ ოხვრით ამოისუნთქებდა ხოლმე.

ვუკა ლენას ხელებში.
ჩვენი ავტობუსი რაჭაში იყო ხანმოკლედ ცნობილი იმით, რომ ბერეზინას თხოვნით თბილისიდან მის მეშვეობით ორი ცხვარი ჩამოვიყვანეთ. რაჭიდან ბერეზინას მეგობარმა გოჩამ (გოჩა მშვენიერია, მას ყველა იცნობს) ეს ცხვრები “უაზიკ”-ით მთაში წაიყვანა. ეს იყო საჩუქარი პოლონელი გოგოსთვის სახელით გოშა, რომელსაც ასევე ყველა იცნობს, რადგანაც თბილისიდან კახეთამდე ეს ერთადერთი პოლონელია. გოშა მთაში ცხოვრობს, მის მეურნეობაში საჯირითო ცხენები, უზარმაზარი ღორი, ძაღლი და ცხვრებია. ორი თბილისელი ცხვარი გოშას ჯოგის გაფართოებისთვის განკუთვნილი იყო.
როცა ავტობუსი ცხვრებით რაჭაში ჩავიდა, მძღოლი უკვე არც ისე ბედნიერი ჩანდა, თუმცა ავტობუსი მალე გარეცხეს და გაანიავეს; აქვე გადამზიდში ცელქი რიჯბეკი იყო.
იყო კიდევ ერთი გადამზიდი. ის განკუთვნილი იყო ძაღლისთვის, რომელიც შაორში უნდა აგვეყვანა. ეს მთიანი ტბა უზრუნველყოფილია ტურისტული ინფრასტრუქტურით: საპირფარეშო, დაცვა და პატარა ბაზარი. დაცვის თანამშრომელი მთელი ზაფხული უპატრონო ძაღლებს ბერეზინასგან გამოგზავნილ საკვებს აჭმევდა. სამწუხაროდ ახლომახლო სოფლები არ იყო, ტურისტული სეზონი მთავრდებოდა, დარაჯიც ზამთარში სახლში ბრუნდებოდა. ბერეზინამ გადაწყვიტა ერთი სქელტრაკა მოკლებეწვიანი და ძალინ მხიარული ძაღლის წაყვანა, რადგანაც ზემოთაღწერილი პარამეტრების მქონე ძაღლი უეჭველი მოკვდებოდა ადამიანების გარეშე. ზოგადად ზამთარში ძაღლებს მთაში გადარჩენის შანსი არ აქვთ.

მინდია, ანნა და ჩუჩუკა ელოდებიან მანქანას იმისათვის, რომ ჩუჩუკა თბილისის კლინიკაში წაიყვანონ.
ჩვენ სულ ოდნავ რაჭას გავცდით და გავჩერდით. ძველი ფრესკიანი ეკლესიის წინ უპატრონო ძაღლებს საჭმელს ვუყრიდით. ძაღლებისთვის ეს იყო ნამდვილი საეკლესიო დღესასწაული. მოულოდნელად ბერეზინასთან ერთ-ერთი “ნაგაზისეული” ძაღლი მივიდა, კანზე მრავალი ნაკაწრი და წყლული ჰქონდა. მთელი თავისი არსებით აგებინებდა ლენას, რომ საჭმელი მთავარი არაა, არამედ სიყვარულია მთავარი. მოკლედ, თავისუდალი გადამზიდი აღარ დაგვრჩა… სქელტრაკა ბოთე შაორი, რომლის წაყვანას ვაპირებდით, გადამზიდის გარეშე აღმოჩნდა.
ბერეზინა ამბობს: “ყოველჯერ, როცა ძაღლი ქუჩიდან ამყავს, მე ვირჩევ არა იმ ძაღლს, რომელიც გადარჩება, არამედ იმას, ვინც დარჩება და მოკვდება”. ეს განცდა გულზე მოუშუშებულ იარას ტოვებს.

არაიკ და ანა ელას აწონიან.
შაორის ბაზარზე შავებში ჩაცმული მარტო მოხუცი ქალი იჯდა. ბებო გიშერის მძივებს ყიდდა, თუმცა მყიდველი არ ჰყავდა. ძაღლიც ადგილზე აღმოჩნდა, თან ერთო სამი უპატრონო კოლეგა. ტურისტების დანახვისას, ძაღლი ძალიან გამხიარულდა, ობოლს საერთოდ არ ჰგავდა: ჩვეულებრივი სახლის ძაღლი, გულუბრყვილო და კმაყოფილი. ასეთი მართლაც ვერ გადარჩებოდა. ძაღლს ლეშისმაგგვარი თოკი მივაბით და მანქანაში შეყვანა ვცადეთ, მაგრამ მძღოლმა, რომლის მხედველობაში უკვე ორი ცხვარი და ორი ცელქი ძაღლი იყო, მტკიცედ თქვა – არა. ბერეზინამ უპასუხა: “მაშინ მე ვრჩები აქ”. ჩვენ, ოთხნი, გმირებზე და ჯალათებზე ბავშვობაში ნაკითხები, რა თქმა უნდა, ბერეზინასთან ერთად დავრჩით. ბაზრის ცარიელ დახლებთან ვისხედით და ხმამაღლა ვიცინოდით სიცივესა და სასოწარკვეთილობისგან. ძაღლები მშვიდად ელოდებოდნენ სანამ გავაგრძელებდით გზას.

ძაღლები სეირნობენ.
ცხადია იქ გაზაფხულამდე არ დავრჩებოდით. ბერეზინამ მაშინვე მეგობრებტან რაჭაში დარეკა და მისმა მეგობარმა თემურმა დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრა. თუმცა რაჭიდან ჩვენამდე 100 კილომეტრიანი სერპანტინი იყო, უახლოეს ქალაქამდე იგივე მანძილია. იმ ქალაქში მანქნით უკვე გაემგზავრა ჩვენი მოხალისე. უბრალოდ ლოდინი იყო საჭირო, ჩვენც ველოდებოდით.
ორი შაორელი ძაღლი დროდადრო აქეთ-იქით მიდიმოდიოდა, მხიარული “ვითომ ბულდოგი” უკვე მიბმული იყო. კიდევ ერთი, ყავისფერი ბეწვით და შავი თათებით, ყველას უთვალყურებდა, არსად გარბოდა, მხოლოდ პოზებს იცვლიდა.
გარკვეულ მომენტში შევხედე მას და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ის ძაღლი ყველაფერს ხვდება. ხვდება, რომ ის მხიარული სქელტრაკა ძაღლს ახალი ცხოვრება ეწყება. იმასაც უნდა მიჰყვეს მაგრამ იცის, რომ შანსი მხოლოდ იმ ძაღლს მიეცა.

ანა, ლეკვები, პროხორ და მიშა.
ბერეზინაც მიხვდა ყავისფერი ძარლის შესახებ. მეც მივხვდი, რომ ბერეზინა მიხვდა. არ ვიცი როგორ – ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ როდესაც თემურის მეზობელი ჩამოვიდა და სქელტრაკა ავტობუსში ჩავტენეთ, ბერეზინა უცებ ყავისფერ ძაღლთან მივარდა, ხელებში აიყვანა და ისიც ავტობუსში ჩასვა. რიჯბეკიანი გადამზიდი აღარსად ეტეოდა, ამიტომ სახურავზე მივამაგრეთ იგი და წავედით. შუალედურ ქალაქში ჩვენ და მოხალისე ერთდროულად ჩავედით.
– ბერეზინა, – ვეუბნები – თუ კარმა და რეინკორნაცია მართლაც არსებობს, მაშინ შენ წინა ცხოვრებაში სავარაუდოდ ძაღლების ლიკვიდაციის სამსახურში მუშაობდი.
– არა, – ამბობს ბერეზინა, – ალბათ უბრალოდ ვჭამდი მათ.
გერასიმე იორდანელმა ლომს თათიდან ეკალი ამოუღო. ბერეზინა ყოველდღე ჩემი სულიდან ეკლებს იღებს. არ ვივი, როგორ ითმენდა ლომი, მე კი ბერეზინასთან დიდი პრეტენზია მაქვს: რატომ ანესტეზიის გარეშე?

ვოლიერი კატებისთვის, ანუ “საკატე”.
მასთან გვერდით ყოფნა ძალიან მტკივა. ალბათ ამიტომ ჩვენ სულ ვიცინით და ვიგინებით.
– აი უყურე – მეუბნება, – ლალალა , მიმიმი , დორბლიანი ზღაპარი.
სინამდვილეში როგორაა: ჭიები, სისხლი, ჩირქები და ევთანაზია. “არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო შენი პატრონი და რატომ მასე მოგექცა, თვლა ჩვენი შეხვერიდან დაიწყო”.
ბერეზინა ჩემი მეგობარია. ყველა ამბობს, რომ ჩვენ ერთნაირი სიცილი გვაქვს და საერთოდ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ჩვენ ეს გვაბრაზებს, იმიტომ რომ სატვალე და ტანის კომპლექცია არაა საკმარისი, რომ.. – შეხედეთ: ჩვენ სხვადასხვა ჯიშის ვართ. არა, მაინც გავხართო.
არ ვგავართ!

ლენა და ძაღლები.
ჩვენ ორი წელიწადი არ გვინახავს ერთმანეთი. ნეტავ ისევ შემედარებინა. ჩაკეტილი საზღვრები, კოვიდი. ახლა ოდნავ გაიხსნა, და ბერეზინა ამ გაჩენილი ჭრილის მეშვეობით აგზავნის საზღვარგარეთ მთებში და ტყეებში ნაპოვნ ძაღლებს – რა თქმა უნდა, ახლა ჯანმრთელები, ნაჭამები და აცრილები არიან. აგზავნის იქ, სადაც ახალი სახლი და სიყვარული მოიპოვეს.
სამზარეულოს კედელზე გამოკრული მაქვს ბერეზინას კალენდარი აყვანილი ძაღლების სურათებით. რა თქმა უნდა ყველა მათი სახელი ვიცი. კალენდარი უკვე ორი წლისაა, მასში 24 ძაღლია. დამახსოვრება ადვილია. ამასობაში ბერეზინას უკვე 250 ძაღლი ჰყავს. ფეისბუკში არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ძაღლს სახეზე ცნობენ და თითქმის ყველა ძაღლის სახელი ახსოვთ. როგორ? მე ვერ ვხვდები, მართლა. თავშესაფარი ცოცხლობს მხოლოდ ფეისბუკ აუდიტორიის შემოწირულობით. ეს მოვლენა – ნორმალური ჩვეულებრივი სასწაულია: მცირ-მცირე კერძო შემოწირულობისთვის საკმაოდ დიდი თანხა გროვდბა (სრულყოფილი დაფინანსებისთვის საკმარისი არაა), სამაგიეროდ არ წყდება. პროცესის ყველა თანამონაწილე იაზრებს რომ ყოველთვიური,ზოგჯერ ყოველკვირული დახმარება არის წირვა და ლოცვა სამყაროსთვის,რომელიც ცალ ფეხზე დგას. ჩვენ ლოცვას ვაგზავნით თავშესაფრის საბანკო ანგარიშზე. სამყარო მძიმე და სნეულია, ხელში მჭიდროდ გეჭიროს, ბერეზინა.

ლენა და ძაღლები სახლთან, რომელიც შენდება Dog’s Ambulance თავშესაფრის ტერიტორიაზე.