სამწუხაროდ, covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია – ქვებნებს შორის შეზღუდული მიმოსვლა და ზოგადად დისტაბილურობა მსოფლიოში – ამ ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა ცხოველების აყვანის პროცესზე, კერძოდ, ძაღლების ტრანსპორტირება ან გზაში თანხლების უზრუნველყოფა. თუმცა ამ ზაფხულს სიტუაცია შეიცვალა.
5 აგვისტოს ქვინი, როგორც იქნა, ახალ სახლში ქალაქ სესტრორეცკში მოხვდა.
ქვინის შეგვიძლია ნამდვილი მოგზაური ვუწოდოთ. ჩვენი მარტვილის თავშესაფრიდან ის რამდენიმე დღით თბილისში წავიდა. იქ საბუთების საკითხებს აგვარებდა და თავს იწესრიგებდა (დაბანვა, მანიკური, ყურების გასუფთავება). როგორც შეეფერება ნამდვილ დედოფალს, ქვინი ყველგან დადიოდა პირადი მძღოლის და ფოტოგრაფის მარინა დოქტოროვოის თანხლებით. ამის შემდეგ მარინასთან ერთად ქვინიმ რუსეთის სახმელეთო საზღვარი გადაკვეთა და ღამე ვლადიკავკაზში გაათენა, საიდანაც შემდეგ დღეს სანქტ-პეტერბუგში გაფრინდა. იქ მას დახვდა ახალი მეპატრონე ეკატერინა სლინკო.
2020 წლის 2 ივნისს ქვინი ჩვენი დიდი ოჯახის წევრი გახდა. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორც ვიჭერდით მას ციცაბო დაღმართზე მაყვლის ეკლიან ბუჩქებში, საიდანაც ლამის გადავარდა. ის იყო ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურა ზემო-წყლულეთის ქრონიკებში და ბოლოს წავიდა მარტვილოიდან, როგორ ნამდვილი დედოფალი. ისიც არ გვიკვირს, რომ ახლა ქვინიმ “პატრონის” ლოგინი დაიპყრო და ორი დიდი ლაბრადორი დაიმორჩილა.

ქვინის პირველი ფოტო 
ქვინი და მისი მეგობარი 
ჩვენი თანამშრომლები სიტყვასიტყვით “მკლავებში ატარებენ ქვინის” 
ქვინი პირად მძღოლთან და ფოტოგრაფთან ერთად 
ქვინი გადასცეს თავის მეპატრონეს პულკოვოს აეროპორტში 
ქვინი და მისი ლაბრადორები