არიქა! წყალი, ხალხნო! არა მდინარიდან არამედ წყალსაცავიდან, სოფლის წყალსადენის მეშვეობით. 700 მეტრზე მეტი სიგრძის მილები.
ექსკავატორის მეშვეობით სოფლიდან ნაკვეთზე ტრანშეა გავიყვანეთ (ისეთი სირთულეები არ აგვცდა როგორიცაა მილების ასფალტქვეშ გაყვანა და მდინარის გადაკვეთა). აღმართის მონაკვეთზე ტრანშეასთან სატრანსპორტო წვდომა არ გვქონდა, ამიტომ ხელით მუშაობა მოგვიწია – 400 მეტრი +40 გრადუს სიცხეში.



ახლა ცოტაღა დაგვრჩა – უნდა ვიყიდოთ ტუმბოს სადგური და 2 ჰექტარის ტერიტორიაზე წყალი გავიყვანოთ.