წყალმომარაგება

წყალი აუცილებელია ცხოველებისთვის, მშენებლობისთვის, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ტერიტორიაზე დადგმულია 5 ბაკი: თითო ცალი ყოველ სავოლიერო კომპლექსთან და ერთი ზემოთ სახლთან. მთელი თავშესაფრის წყლით მომარაგება რთული ამოცანაა. სამ-ოთხ დღეში ერთხელ ბაკების ავსება გვიწევს. ჯერჯერობით სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მდინარიდან წყლის აღება გვიწევს.

რეგულარული ფიზიკური შრომა და ბევრი დროის ხარჯვა არ არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ვხვდებით წყალმომარაგების პროცესში. თავშესაფრის ტერიტორია მდებარეობს სხვადასხვა სასოფლო სამეურნეოსთან, ასე რომ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ მდინარეში სუფთა წყალი იქნება, ამ მომენტისთვის წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა ჩვენთვის პრიორიტეტული რჩება.