გიზიარებთ ინფრასტრუქტურის ზრდის პროგრესს ჩვენს ახალ თავშესაფარში სოფელ ჩხოუშიაში. თანამშრომლებს და მოხალისეებს სჭირდებათ საცხოვრებელი ადგილი. ახალი სახლის მშენებლობას ბევრი დრო და ფული სჭირდება, ამიტომაც გადავწყვიტეთ გვეყიდა ორი ძველი ხის სახლი, რომელიც დავშალეთ და ჩვენს ნაკვეთზე გადავიტანეთ.
აგერ არის ერთ-ერთი სახლის აწყობის პროცესი და ჩვენი დღევანდელი ვითარება. წინ კიდევ გასაკეთებელია სახურავი, რემონტი, დათბობა და ა.შ.