ზაფხული ძალიან ცხელი გამოდგა. არამარტო ანომალურად მაღალი ტემპერატურის გამო, არამედ იმიტომ რომ გასულ ნახევარწელიწადში ჩვენ ფაქტობრივად ნამდვილი ქალაქი ავაშენეთ – ძაღლების ქალაქი – და გლობალური პროცესების უმრავლესობა ზაფხულის პირველ ნახევარში მოხდა. დავასრულეთ ვოლიერების კომპლექსების მშენებლობა (ნაწილი უკვე სრულყოფილად გადავხურეთ), ასევე დასრულდა ცხოველების ტრანსპორტირება ახალ თავშესაფარში. ვაგრძელებთ სამშენებლო მასალების, ავეჯის, მედიკამენტების და სხვა ინვენტარის გადაზიდვას წყლულეთიდან. გავიყვანეთ წყალსადენი, ავაშენეთ სახლი კატებისთვის, ვაწესრიგებთ სახლს თანამშრომლებისთვის და სხვა მრავალი. ამ დროის განმავლობაში ძაღლების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, ცხადია ხარჯებიც.
ჩვენი ფინანსური ვითარების მოკლე აღწერა აგვისტოს დასაწყისისთვის
1.
| მოსკოვიდან შეკვეთილია ვეტერინარული პრეპარატები | 69500 RUB |
2.
Зბოლო 3 კვირის განმავლობაში თბილისში ჩატარებული კვლევები, მკურნალობა და ოპერაციები:
- ასია – პიომეტრა
- ცოტა – სისხლდენა
- ტედი – ავტომობილით გადავლის შედეგად მიღებული ჭრილობა
- ჩაპლინ – ქოლეცესტიტი
- გრად – ონკოლოგია
- ჯასტინი – გასუქება და კუჭ -ნაწლავის ტრაქტის დარღვევებით
- ია – მოტეხილობა
- კუსა- ვირუსი
- ფრაი – სისხლდენა და ვირუსი
- კატა სილვერ – ოპერაცია, სახურავიდან ან ფანჯრიდან გადმოვარდა
- სამი ლეკვი ვირუსით
ზოგი ჯერჯერობით მკურნალობას გადის.
| სტაციონარი | 1 270 GEL |
| სამკურნალო ძაღლის საკვები | 558 GEL |
| ოპერაციების და კვლევების საფასურის გადახდა | 2 805 GEL |
| მედიკური პრეპარატების შეძენა | 670 GEL |
| ტრანსპორტის, საწვავის და თანხლები პირის ხარჯების დაფარვა | 1 397 GEL |
3.
გარდა ამისა ჩვენ ვახორციელებთ ძველი თავშესაფრის ტერიტორიის გასუფთავებასა და დემონტაჟს. ამას ასრულებს პასუხისმგებიანი, შრომისმოყვარე ადამიანი, რომელიც ყურადღებით აგროვებს ყოველ ფიცარს, ხრახნს ან რკინას. ძაღლის ჯიხურები,ვოლიერის ბადეები, სასმელი თასები და ა.შ – ეს ყველაფერი ახალ თავშესაფარში გადაგვაქვს. კვირაში 2-3 რეისს ვასრულებთ. დარჩა კიდევ 3.
| _______________________________________საწვავის და მძღოლის მუშაობის გადახდა | 550 GEL / რეისი |
მადლობა ყველას, ვინც გვეხმაება!
ამჟამად ჩვენ ვღებულობთ დახმარებას შემდეგი გზებით:
ალფა ბანკი (რუბლის ანგარიში) 5486732025771957
სბერბანკი (რუბლის ანგარიში) 4276380133313168 იანა ივანოვნა ს.
დაწვრილებით იხილეთ გვერდზე – დაეხმარე პროექტს.