აღმოჩნდა რომ წვიმების სეზონზე მარტვილის რეგიონი მთლიანად წყლით იტბორება. მდინარე კალაპოტიდან გადმოის, თავშესაფრის ტერიტორია წითელი თიხოვანი ნიადაგის გამო დიდ ჭაობად იქცევა. საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში გვიწევს მუშაობა; საწვიმრებში და რეზინის ჩექმებში.
მზისგან დამცავმა ვოლიერებზე გადაჭიმულმა ტენტმა ვერ გაუძლო წვიმისგან დაგროვილ წყალს. რამოდენიმე დამღლელი სამუშაო საღამოს შემდეგ, როდესაც ვანაწილებდით ძაღლებს გადახურულ ვოლიერებში, ნესტიან საკვებს ვცვლიდით ახალი საკვებით და ვასრულებდით სხვა მრავალ სამუშაოს, დადგა იმის საჭიროება რომ ცენტრალური ვოლიერისთვის სრულყოფილი სახურავი გაგვეკეთებინა.
დღეს, ერთი თვის შემდეგ ჩვენ შეგვეძლია თამამად ვთქვათ რომ სრულყოფილად გადავხურეთ 380 კვ.მ. მორები, გისოსები, ლითონის სამაგრები, სახურავის ფილები დაგვიჯდა 4370$.
ვოლიერი “ბ” სიგრძეში 64 გრძივი მეტრია, დარჩა კიდევ 40.

