ჩვენი თავშესაფრის ტერიტორიაზე განხორციელდა ლეკვების მასშტაბური ვაქცინაცია. თერთმეტი ყველაზე პატარა ლეკვი პირველად აიცრა, ხუთს განმეორებითი აცრა გაუკეთდა, კიდევ ხუთს საბოლოო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა (ამის შემდეგ ისინი წელიწადში ერთხელ აიცრებიან). ჯამში 21 ლეკვი აიცრა.
დღეს მოხდა კიდევ ერთი ახალი ამბავი, ჩვენმა მუდმივმა ვეტერინარმა და მეგობარმა ერთ-ერთი ძაღლი აიყვანა.
ოქრო ახალ სახლში გადადის.