ზემო წყლულეთი – მარტვილი

ჩვენი მასშტაბური თავშესაფრის გადასვლა ახალ ტერიტორიაზე გრძელდება.

დღეს გვქონდა რთული ამოცანა. ნაკვეთიდან გავიტანეთ დაუშლელი დათბილული ჯიხურები და სამშენებლო მასალები. თუმცა რამდენიმე ძაღლისთვის ადგილს ყოველთვის მოვძებნით.

ნენსისა და ლომას გარდა მარტვილში წავიდნენ წყლულეთის ისეთი ძველი მეგობრები, როგორიცაა პანდა და ძმა. ორივე  ჩვენთან თავშესაფრის დაარსებისთანავე ცხოვრობს. ძმის ჩასატვირთად სპეციალური პანდუსი დაგვჭირდა.